Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00730.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00730.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00730.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00730.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
რაზე ისაუბრეს აშშ-ს ელჩმა და არასაპრლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზუგდიდში (ვიდეო)
  აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ოფისში, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც რადიო „ათინათს“ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იყო წინასაარჩევნო პროცესებზე, კოჰასბიტაციაზე და ზუგდიდის საოლქო კომისიის მუშაობაზე. „ელჩთან შეხვედრს დროს ავღნიშნე, რომ ამ ეტაპზე წინასაარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ასევე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის წავლის პროცესებზე და მის საქმიანობაზე. ბატონმა ელჩმა სააკაშვილთან მიმართებაში გამოყო ის მომენტი, რომ მან საქართველოს სახელი გაიტანა ქვეყნის გარეთ“,  - ამბობს ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმრვანელი ზამირა ღადუა. ედპ-ს ზუგდიდის კომიტეტის ხელმძღვანელის მამუკა მაქაცარიას თქმით, აშშ-ს ელჩი ძალიან არის დაინტრესებული თუ როგორ მიმდინარეობს ზუგდიდში წინასაარჩევნო პროცესი. მისივე თქმით, მათ აშშ-ს ელჩი დაჰპირდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს ის ზუგდიდში  ჩამოვა. „ელჩმა განაცხადა, რომ მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუგდიდში დაფიქსირებულ არჩევნების შედეგებს“, - ამბობს მამუკა მაქაცარია. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის კახაბერ სარიას თქმით, აშშ-ს ელჩთან საუბარში მათ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს. „ჩვენ ელჩთან საუბარში გამოვთქვით წუხილი, რომ საარჩევნო კომისიებში დაკომპლექტება არ ხდება სხვა პარტიებით გარდა „ქარტული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობისა“, რაც ჩვენი აზრით დააკნინებს არჩევბნების დემოკრატიულობას. თავად ელჩმაც ამაზე წუხილი გამოთქვა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ კახაბერ სარიამ. ამასთან, აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდი დღეს  ყოფილი მმართველი პარტიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელებსაც შეხვდება და პირადად მოისმენს მათ პრობლემებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.