ინგრედიენტები
- 900 გრამი წითელი კარტოფილი
- 6 ცალი კვერცხი
- 450 გრამი ბეკონი
- 1 დიდი თავი ხახვი რამოდენიმე ღერო ნიახური
- 2 ჭიქა(475მლ) მაიონეზი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
1. კარგად გარეცხეთ ახალი, წითელი კარტოფილები. გაჭერით თითოეული ორ ან ოთხ თანაბარ ნაწილად და ჩაყარეთ ქვაბში. ჩაასხით ცივი წყალი, ჩაყარეთ მარილი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ცოტათი არ დარბილდება. შემდეგ გადაწურეთ კარტოფილი და შედგით მაცივარში გასაცივებლად.
2. ამასობაში კი მოხარშეთ კვერცხი: ჩაალაგეთ 6-ვე დიდ ჯამში და დაფარეთ ცივი წყლით(სურვილისამებრ ჩაუმატეთ 1ჩ/კ სოდა); მიიყვანეთ დუღილამდე და მაშინთვე გადმოდგით ცეცხლიდან. დააფარეთ ჯამს თავსახური და ამყოფეთ კვერცხები ცხელ წყალში 10-12 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაალაგეთ ისინი ცივ წყალში და დატოვეთ ცოტახნით.
3. წვრილად დაჭერით 1 დიდი თავი ხახვი და ნიახურის ღეროები. დიდ და ღრმა ტაფაზე დაალაგეთ ბეკონის ნაჭრები. შეწვით საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, სანამ არ შეყავისფერდება. შემდეგ დაწრიტეთ და დატეხეთ ან დაჭერით.
4. გაფცქვენით გაცივებული კვერცხები და დაჭერით კუბიკებად. გამოიღეთ მაცივრიდან გაცივებული კარტოფილი და ისიც დაჭერით(ნუ გააცლით კანს). მოათავსეთ კვერცხი და კარტოფილი დიდი ზომის თასში ბეკონთან, ხახვთან და ნიახურთან ერთად. მოასხით მაიონეზი. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და პილპილი. აცალეთ კარგად გაცივება კარტოფილის სალათას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები