ადგილობრივები "ჰუდონ ჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ჰესის მშენებლობა ხაიშის თემში შემავალი 6 სოფელის დატბორვას გამოიწვევს. ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლების დატოვებაზე უარს ამბობს და პრემიერ- მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილმა გუშინ შუახევ ჰესის საფუძველის ჩაყრის დროს ისაუბრა.
ხაიშში, "ჰუდონ ჰესის" მშენებლობასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კომენტარი ენერგეტიკის მინისტრმაც გააკეთა. კახა კალაძის განცხადებით, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო განხილვები დაიწყება, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
მინიტრის თქმით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას ადგილობრივების მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები