დღეს, 17 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისს ეწვია.„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ელჩი ასოციაცია „ათინათის“, სახალხო დამცველის რწმუნებულს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ წარმომადგენლებს შეხვდა .
ელჩი დაინტერესდა ზუგდიდში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის საკითხებით.
ჩვენმა ოფისმა რიჩარდ ნორლანდს მიაწოდა ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შედეგებზე.
ელჩმა ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის ზუგდიდს კიდევ ერთხელ ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები