ჩვენ გვახსოვს შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც იყო გარკვეული ძალადობის საშიშროება. ამ ვიზიტის დროს მე შევხვდი სხვადასხვა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ვითარება ისე ჩანს, რომ იქნება სიმშვიდე არჩევნების წინა პერიოდში, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში როჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
აშშ-ს ელჩმა ასევე, ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში ჩატარებულ პრაიმერზე.
„ზუგდიდში „ნაციონალური მოძაობის“ პრაიმერის დროს იყო ბოთლების და ქვების სროლა, მაგრამ დავით ბაქრაძის წინა საარჩევნო კამპანიამ ზუგდიდში მშვიდობიანად ჩაიარა. ახლანდელი შეფასებებიდან დარწმუნებული ვარ და ასევე საზოგადოებაც დარწმუნებულია, რომ არჩევნების პროცესი მშვიდად ჩაივლის“, - აცხადებს რიჩარდ ნორლანდი.
ამასთან, აშშ-ს ელჩმა დადებითად შეაფასა სამართალდამცავების დამოკიდებულება ამ არჩვნებთან და აღნიშნა, რომ პოლიციელების მიერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ორი დღეა ზუგდიდში იმყოფება და წინა საარჩევნო გარემოს სწავლობს. რიჩარდ ნორლანდი უკვე შეხვდა არასაპრალამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, საპარლამენტო ოპოზიციას, მმართველ პარტიას და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
მასალის გამოყენების პირობები