პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს განსაკუთრებით ეხლა უნდა გავიხსენოთ, როდესაც ჩვენ ძალიან ახლოს ვიმყოფებით აფხაზეთის ტერიტორიასთან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
აშშ-ს ელჩმა ასევე აფხაზეთთან მიმართებაში, გულისტკივილი გამოთქვა ხალხებს შორის დაცალკავებაზე და დაშორიშორებაზე.
„აუცილებელია, ყველა ძალისხმევა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ აღდგეს ჰუმანური, ადამიანური კონტაქტები ამ მხარეებს შორის“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა ზუგდიდში სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა.
მასალის გამოყენების პირობები