ადგილობრივები ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტის გამო უნდა დაიტბოროს 6 სოფელი და მე-18-ე საუკუნის ეკლესია, რის უფლებასაც ისინი ხელისუფლებას არ მისცემენ. ადგილზე სასულიერო პირებიც იმყოფებიან , რომლებიც ტაძრის დატბორვის წინააღმდეგ გამოდიან. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაბა ხაიშში იმყოფებიან კომპანია „ტრანს-ელექტრიკ -ჯორჯიას“ წარმომადგენლებიც, რომლემაც პროექტის მშენებლობა უნდა უზრუნველყონ. ისინი ცდილობენ მოსახლეობას განუმარტონ თუ რა მნიშვნელობა აქვს ხუდონჰესის მშნებლობას თუმცა გაღიზიენბული მოსახლეობა ხაიშში ჩასულ კომპანიის წარმომადგენლებსა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს უპირისპირდებიან და მათ არგუმენტების მოსმენაზე უარს აცხადებენ.
მასალის გამოყენების პირობები