19 და 20 სექტემბერს დაგეგმილი სამუშაოების გამო ს.ს.”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.20 სექტემბერს 10:00 საათიდან და 17:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი “ყულიშკარი”(ქვესადგური Yყულიშკარი) ტრასის გაჩეხვის სამუშოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის სოფელ ყულიშკარის 1400 აბონენტს.
20 სექტემბერს 11:00 საათიდან და 18:00 საათამდე გამოირთვება 110/35/10 კვ ქვესადგური “მარტვილი”-ს 10 კილოვოლტის ფიდერები #1,2,3(მორიგეობით) მიმდინარე რემონტის, ლაბორატორიული გაზომვების სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მარტვილის მომსახურეობის ცენტრის 3165 აბონენტს (1269 სბონენტი ქალაქი, 1896 სოფ.ნაგვაზაო).
მასალის გამოყენების პირობები