Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00807.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00807.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00807.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00807.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ნარაზენის მოსახლეობა საბაზო სკოლის აღდგენას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის #1 საბაზო სკოლის ყოფილი პედაგოგები და მშობლები სკოლის აღდგენას ითხოვენ. ისინი ამ მოთხოვნით, დღეს, 18 სექტემბერს სკოლის ეზოში შეიკრიბნენ. ნარაზენის #1 საბაზო სკოლა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანების საფუზველზე, 2006 წელს დაიხურა. პედაგოგების განმარტებით, ამ დროს სკოლაში 73 მოსწავლე ირიცხებოდა. მათივე თქმით, აღნიშნული სკოლა დახურვის შემდეგ ნარაზენის საჯარო სკოლას შეუერთდა. ნარაზენის ყოფილ საბაზო და საჯარო სკოლებს შორის დაახლოებით 7 კილომეტრია. „საჯარო სკოლა აქედან ძალიან შორსაა. სკოლის სამარშუტო ტაქსი ვითომ დადის. ეს მიკროავტობუსი კვირაში 2-ჯერ თუ გამოივლის. ვითხოვთ აქ ისევ საბაზო სკოლა გაიხსნას“, - ამბობს ნარაზენის მკვიდრი გოგოლა აფაქიძე. ამჟამად, ყოფილი საბაზო სკოლის შენობაში ორი კლას-კომპლექტი ფუნქციონირებს, სადაც 13 ბავშვი სწავლობს. საბაზო სკოლის ყოფილი პედაგოგები ამბობენ, რომ სკოლის აღდგენის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა უწყებას, თუმცა უშედეგოდ. „დაუბრუნდეს ამ უბანს თავისი სკოლა, თუნდაც ეს 6 კლასი იყოს. ეს სკოლა უბნისთვის სულიერი წყარო იყო. და თუ სახელმწიფოსთვის სოფელი პრიორიტეტულია ეს სკოლა უნდა აღდგეს. ამასთან, თითო-ოროლა პედაგოგი, რომელიც სკოლის გარეთ არის დარჩენილი დასაქმდება“, - უთხრა ჟურნალისტებს საბაზო სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა მაია ღვანია. ამასთან, ნარაზენის საბაზო სკოლის ყოფილი შენობა, სადაც ამჟამად 2 კლას-კომპლექტი ფუნქციონირებს, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. კერძოდ, იატაკი და კარ-ფანჯრები ჩამტვრეულია, ინვენტარი ძველი და გამოუსადეგარია და ასევე, ამორტიზირებულია საპირფარეშოს შენობა. ნარაზენის საბაზო სკოლის ყოფილმა პედაგოგებმა დახმარებისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისს მიმართეს. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსი არჩილ თოდუა ამბობს, მათ ნარაზენის საბაზო სკოლასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს წერილით უკვე მიმართეს. „მათგან მიღებული წერილი, არ არის პასუხი იმ კითხვებზე რა კითხვებიც ჩვენ მათ დაუსვით. სამინისტროს წერილის შინაარსი გაუგებარია ანუ იქ არ არის დაკონკრეტებული თუ რა მიზეზით გაუქმდა ეს სკოლა“, - ამბობს არჩილ თოდია. მისივე განმარტებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლავ შეეცდება განათლების სამინისტროსგან კონკრეტული პასუხი მიიღოს და ამისთვის ორგანიზაცია უწყებას წერილობით ხელახლა მიმართავს. რადიო „ათინათი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ზუგდიდის განათლების რესურს ცენტრის უფროსთან ლელა ქებურიასთან დადაკავშირებას თუმცა ქებურია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.