სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპრეზიდენტო არჩევნებისა და კანდიდატების შესახებ ისაუბრა. ჯგუშიამ აღნიშნა, რომ „სამეგრელოს ხმა“ იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელიც ოქტომბრის მონაპოვარს და ქართველი ხალხის არჩევანს რეალობად აქცევს. მან ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე კონკრეტული პიროვნების დასახელებისგან თავს შეიკავებს,თუმცა აქტიურად იმუშავებს საზოგადოებასთან იმ მიდგომების გარშემო რა ნიშნითაც კანდიდატის არჩევა უნდა მოხდეს. ჯგუშია მიიჩნევს, რომ კანდიდატი გამოკვეთილი პოლიტიკური უნარ ჩვევების მატარებელი უნდა იყოს და საგარეო პოლიტიკური კურსის სწორად წარმართვა პრიორიტეტად უნდა დაისახოს.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატს, რომელიც წერტილს დაუსვამს ანგარებით კოჰაბიტაციად წოდებულ პროცესს, ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებთ მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატს, რომელიც ყველაზე მეტად დაინახავს სამეგრელოს გამაერთიანებელ როლს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში,-განაცხადა ჯგუშიამ.
მან ასევე განათლებისა და სამართალდამცავი სფეროების პოლიტიკისგან სრულ დისტანცირებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამეგრელო ამ კუთხით ყველაზე დიდი ნეგატივი იყო.
„სწორედ სამეგრელომ ამ არჩევნებზე უნდა დაანახოს სრულიდ საქართველოს რომ რეგიონში მოხდება სრული გარდატეხა ამ მხრივ,-აღნიშნა ჯგუშიამ.
მისივე თქმით დღეის მდგომარეობით სამართალდამცავი სტრუქტურები აბსოლუტურად სწორად და სამართლიანად მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები