ინგრედიენტები:
- 225 გრამი კარაქი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 2 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
- 3 ჭიქა ჰერკულესი
- ცოტაოდენი ცხიმი ფორმისთვის
მომზადების წესი
1. დიდი ზომის თასში გათქვიფეთ დარბილებული კარაქი თეთრ და ყავისფერ შაქართან ერთად. შემდეგ შეათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი. მეორე თასში ჯერ ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა, მარილი, დარიჩინი და შემდეგ ჩაუმატეთ კვერცხის მასას. ჩაუმატეთ ჰერკულესიც და კარგად შეურიეთ. დააფარეთ თასს თავსახური და გააცივეთ ცომი მინიმუმ 1 საათით.
2. გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსამდე(375F). 2 საცხობ ლანგარს მოაცხეთ ცხიმი. გააკეთეთ ცომისგან კაკლის ზომის რგოლები და დაალაგეთ ლანგარზე 5-5 სანტიმეტრიანი დაშორებებით. მსუბუქად გააბრტყელეთ ორცხობილები ჩანგლით, იმისათვის რომ ხრაშუნა გამოვიდეს.
3. აცხვეთ 8-10 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ლანგარზევე გააცივეთ 5 წუთით და შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე კარგად გასაცივებლად.
მასალის გამოყენების პირობები