ახალი სმარტფორნები iPhone 5s და iPhone 5с პარასკევს საბითუმო გაყიდვაში 11 ქვეყანაში ჩაუშვეს, რომელთა შორისაა აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია. ახალი აპარატების გაყიდვა ასევე კომპანიის საიტზე დაიწყო.
სიდნეისა და ტოკიოს Apple-ის მარაზიებთან ახალი სმარტფონების შეძენის მუსრვალთა რიგები დადგა. ბევრ ქალაქში, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, რიგის მოკავება ღამიდანვე დაიწყეს.
Apple პირველ უიქენდზე 6 მილიონ სმარტფონს გაყიდის, თვლიან Piper Jaffray Cos. ანალიტიკოსები ჯინ მიუნსტერი და მისი კოლეგა ბრაიენ მარშალი ISI Group-დან.
iPhone 5C–ს კი პლასტმასის უკანა მხარე აქვს და ის iPhone –ის იაფი ვერსიაა. 5C მოდელი ფერების დიდ არჩევანს აძლევს მომხმარებლებს.
ახალ მოდელს უფრო სწრაფი A7 პროცესორი აქვს, ასევე გაუმჯობესებულია მისი შესაძლებლობები ფოტოს ხარისხთან დაკავშირებით. ვიდეო კი წამში 120 კადრს იღებს. ასევე, შესაძლებელი იქნება ნელი ეფექტის გამოყენება. iPhone 5S–ის პიქსელების რაოდენობა 8 მეგაპიქსელია და მისი წონა 112 გრამია.
iPhone 5C–ს კი A6 პროცესორი ექნება და იგი მონაცემებით ძველი iPhone 5–ის მსგავსი, უბრალოდ, მისი ბატარეა უფრო დიდხანს ძლებს.
მასალის გამოყენების პირობები