საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დღეს 3000-მდე ადამიანი ასუფთავებს. დასუფთავების აქცია ბოტანიკურ ბაღში და რამდენიმე სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს. დასუფთავების აქციას ზუგდიდში „მწვანეთა მოძრაობა“ და ზუგდიდის გამგეობა ხელმძღვანელობენ.
„ზუგდიდში დასუფთავების აქცია უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ასეთი მასშტაბის ჯერ არ ყოფილა. ამ აქციაში ორგანიზებულად 2 700 კაცი იღებს მონაწილეობას, გარდა ამისა ხალხი თავის მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს“, – აცხადებს „მწვანეთა მოძრაობის“ კოორდინატორი ვახტანგ ბასილაია.
ზუგდიდის გამგეობლის მოადგილის გურგენ სართანიას თქმით, ზუგდიდში დასუფთავების აქცია მომავალში ტრადიციული გახდება და ის ყოველ შაბათ დღეს გაიმართება.
„ზუგდიდიში დასუფთავების აქცია კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. როგორც კი ბოტანიკურ ბაღის დასუფთავებას მოვრჩებით სხვა ადგილას გადავინაცვლებთ“– ამბობს გურგენ სართანია.
მასალის გამოყენების პირობები