ინგრედიენტები
- მზა ფენოვანი ცომი 250 გ
- ხაჭო 200 გ
- ყველი 150 გ
- პამიდორი 1
- არაჟანი 2 ჩ.კ
- კვერცხი 1
- კამა
- მარილი და პილპილი
- ხმელი ორეგანო
- სურვილით
- მწვანილი
- მოსაყრელად
მომზადების წესი
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ 25 სმ დიამეტრის მრგავალი ფენა.
ყველი გავხეხოთ, ხაჭო ჩანგლით დავსრისოთ და არაჟანთან ავურიოთ, მწვანილი წვრილად დავჭრათ. ყველაფერი ერთმანეთში შევურიოთ.
კვერცხის ცილა მიქსერით ავთქვიფოთ და ხაჭოან მასას ფრთხილად გადავურიოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი.
ცომი გადავიტანოთ საცხობ ფურცელზე, დაგავანაწილოთ გულსართი, პამიდორი დავჭრათ რგოლებად და ზემოდან დავალაგოთ. ცომს გვერდები გადმოვუკეცოთ და ათქვეფილი კვერცხის გული მოვუსვათ.
გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 30-40 წუთი. მზა ღვეზელს მოვაყაროთ ცოცხალი, დაჭრილი მწვანილი და ხმელი ორეგანო.
მასალის გამოყენების პირობები