Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/nenooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზუგდიდში ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა დარბაზი შეიქმნა
ზუგდიდში დღეს,20 სექტემბერს ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა დარბაზი დაარსდა, სადაც 380 ადამიანია გაწევრიანებული. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ლიდერმა ზამირა ღადუამ განაცხადა, რომ მხარდამჭერთა დარბაზში ყველა სფეროს ადამიანები არაინ გაწევრიანებული, რომლებიც, მისივე თქმით, დადებით პოლიტიკურ კლიმატს ქმნიდნენ ზუგდიდში. "სწორედ ეს ადამიანები იქნებიან საარჩევნო შტაბის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ხალხში ნინო ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამის გაცნობაზე იმუშავებენ",- ამბობს ზამირა ღადუა. შეხვედრაზე ასევე, რეგიონში წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს და ახალი მთავრობის საქმიანობა შეაფასეს. პარტიის ერთ-ერთმა კოორდინატორმა სამეგრელოს რეგიონში დავით ქანთარიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხისთვის მიცემული დაპირებები არ შეასრულა. ქანთარიას განცხადებამ სამოქალაქო მოზრაობა „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლის ინეზა მურღულიას უკმაყოფილება გამოიწვია. მან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიღწევებზე და საპარლამენტო არჩევნების მონაპოვარზე ისაუბრა დარბაზის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დილარ დაგარგულიამ, რომელმაც აღნიშნა რომ ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია ივანიშვილს გვერდით დაუდგეს ისეთი ცნობილი პოლიტიკოსი, როგორიც ნინო ბურჯანაძეა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.