ინგრედიენტები:
- სოკო 350 გ, დაჭრილი
- კარტოფილი 600 გ
- ხახვი 2 თავი
- გახეხილი ყველი 150 გ
- არაჟანი 1 ქილა
- მარილი და პილპილი
კარტოფილი სანახევროდ მოვხარშოთ, გავფცქვნათ და რგოლებად დავჭრათ. სოკო და ხახვი კი ერთად მოვბრაწოთ ტაფაზე.
ცეცლგამძლე ფორმაში ჩავალაგოთ კარტოფილი, წავუსვათ არაჟანი, დავადოთ სოკო, ისევ არაჟანი, შემდეგ კარტოფილის ფენა და მოვაყაროთ ყველი. ფენებს შუა მოვაყაროთ მარილი და პილპილი
ვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთი.
მასალის გამოყენების პირობები