21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მთავარი გზავნილია „მშვიდობა, ახალგაზრდობა და განვითარება’’, დევიზი კი – ’’მშვიდობა უდრის მომავალს!“.
„კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ (ICCN) მხარდაჭერით მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერი საქრთველოს სამ რეგიონში აღინიშნება, გორში, ახალციხეში და ზუგდიდში. 12 საათზე მშვიდობის თემაზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება , 14 საათზე კი მოზარდები ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ფლეშ მობს დადგამენ და ფლაერებს დაარიგებენ.
„მშვიდობის საერთაშორისო დღე“, რომელიც ყოველწლიურად 21 სექტემბერს
აღინიშნება, წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას, რომ შეწყდეს ცეცხლი და ძალადობა. ეს არის დრო, როდესაც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ომის საშინელებებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საჭიროებაზე“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა.
მასალის გამოყენების პირობები