ინგრედიენტები:
- ორაგული 500 გ
- ყაბაყი 1
- სტაფილო 1
- ნაღები 20%-იანი 200 მლ
- ფქვილი 1 ჩ.კ
- კარაქი 50 გ
- მარილი
- სასურველი სუნელი
მომზადების წესი
თევზის ნაჭრები გავრეცხოთ და შევაშროთ.
მოვაყაროთ მარილი და სასურველი სუნელი (პილპილი, პროვანსული სუნელი და ა.შ)
ტაფაზე, 1 კოვზ ზეთში, კანით ქვემოთ შევწვათ თევზის ნაჭრები 1-2 წუთი. ეს იმიტომ რომ ხრაშუნა კანი ჰქონდეს. ამის შემდეგ, თევზი შევდოთ ღუმელში 10-15 წუთი, 180-200 გრადუსზე.
სანამ თევზი მომზადდება, ბოსტნეული ჩხირებივით დავჭრათ და ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ, ძალიან არ უნდა დარბილდეს. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
სოუსისთვის გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ფქვილი და ავურიოთ. ჩავამატოთ ნაღები და თან გავაგრძელოთ თქვეფა, რათა კოშტები არ დარჩეს. როგორც კი შესქელდება, გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავამატოთ მუსკატის კაკალი და მარილი
მასალის გამოყენების პირობები