„მამაკაცური საუბრები“ გენდერულ როლებსა და ოჯახურ ძალადობაზე დისკუსია ამ თემაზე დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა. ასოციაცია „ათინათისა“ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით შეხვედრა პოლიტიკური პარტიების, ახალგაზრდული ფრთის, მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან შედგა.
შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გენდერულ როლებსა და ოჯახურ ძალადობაზე, ასევე წარმოდგენილი იქნა ოჯახური ძალადობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა.
მონაწილეები გაეცნენ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის თანახმად საქართველოში ყოველი მეთერთმეტე ქალი ერთხელ მაინც ყოფილა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო ქალების 35%-ის ქცევა პარტნიორის მხრიდან ძალადობის გამოყენებით კონტროლდება.
ექსპერტი გენდერის საკითხებში მიხეილ როგავა აღნიშნავს, რომ „მამაკაცური საუბრები“ არის ახალი მეთოდოლოგია, ძალადობის ფაქტების შემცირების ხელშეწყობისთვის.
შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდები გენდერულ თემატიკაზე ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ჭანტურიამ განაცხადა, ამ საკითხზე დისკუსია მნიშვნელოვანია, ვინაიდან დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებები სწორედ გენდერულ თანასწორობაზე და ადამინის უფლებების დაცვაზე გადის.
მასალის გამოყენების პირობები