"ასოშეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ჩინეთი ამერიკული ჰოლივუდის ანალოგის აშენებას გეგმავს. ამბიციურ პროექტს ქვეყნის ერთერთი უმდიდრესი ადამიანი ვან ცზიანლინი ახორციელებს, რომელიც ჩინური ჰოლივუდის მშენებლობაში 8 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს.
ბიზნესმენის კუთვნილი კომპანია „დალიან ვანდა გრუპი“ მასშტაბურ კინოსტუდიას უკვე ფლობს. ჩინური ჰოლივუდი ითვალისწინებს მინიმუმ 20 ახალი სტუდიის, კინოთეატრების და კინოს მუზეუმის გახსნას. პროექტი ცინდაოს პროვინციაში ხორციელდება და მშენებლობის დასრულება 2017 წელს იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები