დღეს ზუგდიდის დეოკრატიული ჩართულობის ცენტრში (NDI)-ის ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუის ნავარომ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები წარმოადგინა.
კვლევა რომელსაც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს და საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ არის დაფინანსებული 18 აგვისტოდან – 3 სექტემბერამდე პერიოდს მოიცავს, მასში 3,838 ინტერვიუერმა მიიღო მონაწილეობა.
კვლევა ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა, ქალაქის, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თვითმმართველ ქალაქებში: ქუთაისი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ამბროლაური. და სხვა.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ს შეადგენს.
ზუგდიდში ჩატარებული კვლევის შედეგად , გამოკითხულთა 77% ეროვნულ დონეზე პირველ პრობლემად სამუშაო ადგილებს , ხოლო ადგილობრივ დონეზე 60 % გაზმომარაგების პრობლემას ასახელებს.
გამოკითხულთა 71% პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხდებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ნეგატიურად აფასებს.
მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტების რაოდენობა ვინც თავს დასაქმებულად მიიჩნევს 35%-მდე გაიზარდა , გამოკითხულები მაინც მიიჩნევენ, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა ან შემცირდა. ასევე გაზრდილად მიიჩნევენ ქვეყანაში კრიმინალის დონეს.
საქართველოს გაწევრიანებას ნატოში 73% უჭერს მხარს, 81% კი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს გახდეს ევროკავშირის წევრი. 70% კი უკმაყოფილოა რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობით.
ლუის ნავაროს განცხადებით გამოკითხულთა უმრავლესობა მიიცნევს, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორცილებს.
მასალის გამოყენების პირობები