ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და მისი მოგარების გზებზე–ახალგაზრდებმა და უფროსი თაობის წარმომადგენლბმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის ორგანიზატორები საინიციატივო ჯგუფის „მშვიდობის პროექტი“ წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების ლიბერალური განათლების კოლეჯის სტუდენტი ელენე გვილია და საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი მოხალისეები იყვნენ. ომის საკითხზე გამართული დისკუსია 23 დღიანი პროექტის დასკვნითი ნაწილია, რომელსაც წინ უსწრებდა პროექტის საგანმამანთებლო და სამედიცინო ეტაპი.პროექტის „მშვიდობის დარგში“ საგანმამანათლებლო ეტაპის ფარგლებში ბავშვებისთვის ორკვირიანი საზაფხულო სკოლა გაიხსნა.მეორე ეტაპი მიზნად კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ისახავდა. პოლიტიკური კონფერენციის სახით ჩატარებული დასკვნითი ნაწილის მიზანი ახალგაზრდებსა და უფროს თაობას შორის ინფორმაციის გაცვლა და ომისა და მშვიდობის საკითხთან დაკავშირებით ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბება იყო. პროექტის ორგანიზატორმა ელენე გვილიამ იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდებმა უხუცესებისგან უამრავი ინფორმაცია მიიღეს და ამ გამოცდილების საფუძველზე შეეცდებიან ბევრი კარგი საქმე გააკეთონ საქართველოსთვის.
„შეხვედრაზე ძირითადი დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან ომის დაწყების მიზეზებმა გამოიწვია, მათ აინტერესებდათ თუ რა გახდა აფხაზეთის ომის დაწყების მიზეზი,საზოგადოებამ ამ მიზეზებს სხვადასახვაგავრი შეფასება მისცა და ეს საბოლოოდ საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა“-განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, „ცენტრი აფხაზეთის“ წარმომადგენელმა ირაკლი ცანავამ.
პროექტის დადებით მხარეებზე და შეძენილ გამოცდილებაზე კომენტარი ერთ-ერთმა მონაწილემ #2 საჯაროს სკოლის მოსწავლემ გვანცა გვილიამ გააკეთა.
„ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევიძინეთ ამ პროექტიდან, კმაყოფილები ვართ შეხვედრით და სურვილი გამოვთქვით, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს.“
მასალის გამოყენების პირობები