დღეს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა სახელწოდებით “ჰამლეტი” გაიმართება. როგორც სპექტაკლის მთავარი დამდგმელი რეჟისორი გიორგი ფოჩხუა ამბობს: "სპექტაკლი არის ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედია იულიამ შექსპირის „ჰამლეტის”მიხედვით".
სპექტაკლში ხუთი მსახიობია დაკავებული და სცენარის ავტორია თამარ შეროზია, იდეა კი თავად გიორგი ფოჩხუას ეკუთვნის . მისი თქმით სპექტაკლის გმირებს არაჯანსაღი სურვილი და ამბიცია წამლავს, რადგან მსახიობები ვერ ხვდებიან საკუთარი უბედურების, წარუმატებლობის მიზეზს, რაც განპირობებულია დიდ როლზე მეოცნებე ადამიანების განუხორციელებელი სურვილით.
სპექტაკლი 25 და 26 ივნისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები