დევნილთა ხელახალ რეგისტრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე დღეს საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
შეხვედრა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელ ირაკლი ქოჩუასა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შედგა.
შეხვედრის მთავარი თემა დევნილთა რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობა იყო, როგოც ირაკლი ქოჩუამ აღნიშნა ზუგდიდში ამ დრომდე რეგისტრაცია 48 000 დან 37 000-მა დევნილმა გაიარა. რეგიონის მასშტაბით კი დევნილთა 80% უკვე დარეგისტრირებულია.
პროცესი 25 დეკემბრამდე გრძელდება და ზუგდიდში ამ დროისთვის მხოლოდ 1 სარეგისტრაციო პუნქტი ფუნქციონირებს.
მისივე თქმით შშმ პიებთან, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და გადაადგილებას ვერ ახერხებენ ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები ჩავლენ და დევნილების რეგისტრააციის საკითხს უზრუნველყოფენ.
„დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის „ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადგილზე რეგისტრაციის გავლა. მან ასევე დადებითად შეაფასა სამმართველოს ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციები და შეხვედრას პოზიტიური უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები