Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/1385787_1423133421243362_1096397557_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ნინო ბურჯანაძე: მე გპირდებით, რომ ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სამეგრელო ჩიხი აღარ იქნება
საპრეზიდენტო კანიდატი ნინო ბურჯანაძე   საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი “სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრ, ელიზბარ ჯაველიძესთან ერთად მარტვილის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა, ჩვეულებისამებრ, კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად აწუხებს. ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის ყველაფერს გააკეთებს რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ფართო მასშტაბიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის რუსეთთან, იმისათვის, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე დაიწყოს მავთულხლართების დემონტაჟის პროცესი: „მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შეჩერდეს ის პროცესი, რაც ახლა დიცში, დვანსა და სხვა სოფლებში ხდება. ჩემთვის გაუგებარია დღევანდელი ხელისუფლების არაეფექტური და უუნარო მოქმედებები, მაშინ როდესაც ჩვენს გულებში, ჩვენს სხეულში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს მამულში უცხო ქვეყანა მავთულხლართებს არჭობს.  27 ოქტომბერს თქვენ გადაწყვიტავთ, როგორი ტიპის ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. 27 ოქტომბერს გადაწყდება, მიეცემა თუ არა შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ვითომ გარეცხილი და გათეთრებული მობრუნდეს ხელისუფლებაში, თუ საქართველოს მოსახლეობამ საბოლოოდ უარი უთხრას დამნაშავე ორგანიზაციას, რომელმაც ქვეყანაში მახინჯი სისტემა, პრაქტიკულად ტერორისტული რეჟიმი ჩამოაყალიბა. პოლიტიკურ ძალას, რომლის მესვეურების ჩადენილ დანაშაულებებზე მხოლოდ ამ რეგიონში 28 ათასი უმძიმესი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი მეტყველებს. 27 ოქტომბერი გადაწყვიტავს იმას, თუ რა მდგომარეობაში იქნება სამეგრელო. მე გპირდებით, რომ ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სამეგრელო ჩიხი აღარ იქნება, რომ მე აღვადგენ სამართლიანობას ყველგან და ყველასთვის, რომ დაისჯება ყველა დამნაშავე, ვინც ჩაიდინა დანაშაული თქვენს წინაშე.“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მეუფე პეტრემ ნინო ბურჯანაძე საკუთარ რეზიდენციაში მიიღო. საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ამ წუთებში შეხვედრას მართავს ხონის მოსახლეობასთან. დღესვე იგი წყალტუბოს რაიონის ამომრჩეველს შეხვდება.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.