გადაუღებელი წვიმის შედეგად, წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში მეწყერი ჩამოწვა. რაიონის გამგებლის, მამუკა ქარდავას ინფორმაციით, ობუჯში მეწყერმა ერთ–ერთი ოჯახის სახლ–კარი დააზიანა, სტიქიის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მოსახლეობა სტიქიის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. გზის არარსებობის გამო, შემთხვევის ადგილზე მაშველები ვერ ჩადიან. ამ დროისთვის სოფელში ცენტრალური გზის მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგროც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვენელმა თენგიზ შანავამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას განაცხადა, სოფელ დიდინეძიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, იმ ტერიტორიებზე სადაც მეწყერმა გზები ჩახერგა გაწმენდითი სამუშაოებისთვის ტექნიკა გაგაზავნილია. საწვავი გაიცა სოფელ გრიგოლიშში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის, სადაც სტიქიის შედეგად განადგურებულია ელექტროენერგიის ბოძები და ჩახერგილია სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. „მიმდინარეობს ზარალის დათვლა, ხელისუფლება მაქსიმალურ ზომებს ღებულობს სიტუაციის დარეგულირებისათვის.“ - განაცხადა თენგიზ შანავამ.
სოფელ გრიგოლიშის მკვიდრ დარეჯან ხასიას ინფორმაციით, სოფელში საცხოვრებლის გარეშე 20 ოჯახია დარჩენილი. განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები და თხილის პლანტაციები. დაზარალებულის განცხადებით, მათთვის დახმარება ჯერ არავის აღმოუჩენია.
მასალის გამოყენების პირობები