საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტი მოულოდნელად შეწყვიტა. მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში წალინჯიხის რაიონ სოფელ ობუჯში იმყოფება. სოფელი წუხანდელმა სტიქიამ ყველაზე მეტად აზარალა. ქვეყნის პირველი პირი, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელს მოინახულებს და სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.
მასალის გამოყენების პირობები