სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.რეგიონის დონეზე ყველა არსებულ მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი.შტაბს ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია.
როგორც გოროზია რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს,ყველა საჭირო სამსახურებმა სრული მობილიზაცია გამოაცხადეს და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.მოვარდნილმა ღვარცოფმა ყველაზე მეტად წალენჯიხის რაიონის სოფელი ობუჯი აზარალა, დანგრეულია რამდენიმე ხიდი და რაიონული ცენტრებიდან სოფლებისკენ მიმავალი გზა.სამეგრელო ზემო–სვანეთის მხარის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი აცხადებს,რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები