„ამომრჩეველთა ლიგამ“ ზუგდიდში „კარდაკარ“– ის პრინციპით სიების გადამოწმებისას აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ლიგის ერთ–ერთმა წევრმა დავით სორდიამ თბილისიდან გამოგზავნილ სიებში აღმოჩენილ უზუსტობებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა დევნილთა სიებში აღმოჩენილ დარღვევებზე და ხელისუფლებას ახალი ინიციატივა შესთავაზა.
„ამომრჩეველთა ლიგის“ დანმფუძნებელმა კახა მიქაიამ აღნიშნა რომ სახელისუფლებო სტრუქტურები ლიგის წევრებზე ზეწოლას ახორციელებენ და მათ კოორდინატორებს მუშაობაში ხელს უშლიან.
შეგახსენებთ „ამომრჩეველთა ლიგამ“ სიების გადამოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები