ორგანიზაციამ „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ ზუგდიდში პროექტის „ახლგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა“ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უზრუნველყოფდნენ.
მისი მიზანი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალგაზრდა ლიდერების პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
პროგრამის ფარგლებში კვალიფიციურმა ტრენერებმა 6 კვირის განმავლობაში 12 ტრენინგი ჩაატარეს. ღია კონკურსის წესით შერჩეულ პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 25 წარმომადგენელს სემინარი რამდენიმე თემაზე ჩაუტარდათ. ახალგაზრდების ჯგუფი გადამზადდა პოლიტიკური იდეოლოგიების, ადვოკატირების, კამერასთან მუშაობის წესების, კომუნიკაციების და პოლიტიკის ძირითადი არსის საკითხებში.
ორგანიზაციის „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ წარმომადგენელმა ავთო მიქანაძემ რადიო „ათინათთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ იგივე პროექტი თელავში, გორში,რუსთავსა და ქუთაისში უკვე განხორციელდა.
პროექტის დადებით მხარეებზე და მიღებულ გამოცდილებაზე კომენტრი პროექტის მონაწილემ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა კობა ვაზგანავამ გააკეთა. მისი თქმით სასურველია ბევრი მსგავსი პროექტი განხორციელდეს, რათა გაიზარდოს ახალგაზრდების აქტიურობა. "დიდი მადლობა ორგანიზაციას „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ ამ ღონისძიების ჩატარებისათვის.“- განაცხადა მან.
„საქართველო ევროპაში“ ასე ეწოდება მეორე პროექტს, რომლის განხორციელება ორგანიზაციამ „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ ერთი კვირის წინ დაიწყო. პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზრუნავს, პარტნიორობას ორგანიზაცია „ევროპული პარტნოირობა დემოკრატიისათვის“ უწევს. პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ავტოტური დაიწყება.
საინფორმაციო კამპანიაში ევროკავშირის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და ოფიციალური პირები ჩაერთვებიან. ზუგდიდში სემინარი იგივე, 25 კაციან ახალგაზრდულ ჯგუფს ჩაუტარდება. მოხდება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.
პროექტის ხელძღვანელმა, ორგანიზაციის „ახალი თაობა-ახლი ინიციატივა“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ჩაჩავამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში სტუმრობა, სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება.“ პროექტის ფარგლებში facebook-ის გვერდზე GEO in EU გამოცხდდა კონკურსი ევროკავშირის თემატიკასთან დაკავშირებით. "მინდა მოვუწოდო ყველას მონაწილეობისკენ“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები