ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში პედაგოგთა პროფესიული გადამზადებისთვის სასერთიფიკაციო საგამოცდო პროცესი დაიწყო. როგორც ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი ნანა ქირია რადიო „ათინათს“უცხადებს, სულ დარეგისტრირებული 495 პედაგოგიდან 75 მასწავლებელი გამოცდაზე არ გამოცხადდა.
ნანა ქირიას განცხადებით „დღეს პედაგოგბი აბარებენ პროფესიულ უნარებს, პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, გამოცდის ხანგრძლივობა ხუთი საათი და 30 წუთია“. მეორე სესიაზე კი აბიტურიენეტები გამოცდას უცხო ენაში ჩააბარებენ.
ნანა ქირიას არ ფლობს ინფორმაციას, არიან თუ არა დარეგისტრირებულ მასწავლებლებს შორის დევნილი პედაგოგები.
მასალის გამოყენების პირობები