წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალი 3 მილიონ ლარს აჭარბებს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა ქარდავამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას განაცხადა“ ამ დროისთვის წალენჯიხის რაიონის სოფელ
ობუჯში სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღწერა თითქმის დამთავრებულია, აქ ვითარება კვლავ რთულია.
მეწყერმა რამდენიმე სახლი დაანგრია. უსახლკაროდ დარჩენილი ორი ოჯახი, რომელიც სტიქიამ განსაკუთრებულად აზარალა, დროებით სკოლის შენობაში გადაიყვანეს. დროებითი აღდგენა ჩაუტარდა სოფელთან დამაკავშირებელ სამ ხიდს.
"სპეციალისტები დამეწყრილ ადგილს აკვირდებიან. წინასწარი შედეგებით, ამ ადგილზე ცხოვრება საფრთხის შემცველია“ აცხადებს მამუკა ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები