კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში სტიქიით დაზარალებული სოფლები მოუნახულა. "დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს სამუშაოები ჩატარდება. ჩვენი აქტივი მობილიზებულია და თუ დასჭირდა ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით", - აცხადებს ალასანია.
მისივე თქმით, მთავარია, რომ სახელმწიფი ბიუჯეტიდან ფული გამოიყოს და გასაწმენდი და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდეს.
სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებული ზარალი 7 მილიონ ლარს აჭარბებს.
მასალის გამოყენების პირობები