Error
რუბრიკები
ენგურის ხიდზე მოქალაქეები განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე გადაადგილდებიან
ენგურის ხიდზე დილიდან სრული სიმშვიდეა. როგორც  ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები რადიო "ათინათთან" საუბარში აცხადებენ, ისინი სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადმოდიან. აღნიშნულზე ასევე  ტაქსის მძღოლები  და მეეტლეები ყვებიან. მათი თქმით ე.წ. საზღვარზე დილიდან 30-50-მდე მოქალაქე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადმოვიდა. რადიო "ათინათის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ მოქალაქეები მათი გადმოსვლის მიზეზად პირად საქმეებს ასახელებენ და ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ სიმშვიდეზე საუბრობენ.
Print