"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები მანანა ნაჭყებია და ლევან კალანდაძე დღეს ბათუმში თამარის დასახლების ქუჩაზე მცხოვრები ცენტერაძეების ოჯახის პრობლემებს გაეცნენ.
პარტიის ლიდერების თქმით სოციალურად დაცვის სისტემა ქვეყენაში ძირფესვიანად შესაცვლელია. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს იმ პერიოდისთვის ოჯახის შემოსავლების რაოდენობა და არა მისი სახლი და საოჯახო ნივთები. "ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან გააუქმოს ეს ბუნდოვანი კრიტერიუმები, რომლითაც ხდება შეფასება და შემოიღოს სოციალური დაცვის სრულიად ახალი სისტემა, რომელიც ისეთ გაუგებრობებს გამორიცხავს, როგორიც ამ ოჯახს შეემთხვა. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახი სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა,“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
"ახალი მემარჯვენეების" განცხადებით ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს". დღეს მოქმედი უსამართლო სისტემის გამო ათასობით ოჯახი უმძიმეს მდგომრეობაშია. სადაც მივდივართ ყველა ამაზე გვესაუბრება, ყველა გრძნობს თავს უსამართლობის და ბიუროკრატების უსულგულობის მსხვერპლად. ამიტომ მთავრობას უნდა მოვუწოდოთ, რომ ცვლილებები დაუყოვნებლივ განახორციელონ", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მასალის გამოყენების პირობები