მედია ორგანიზაცია “გოუ ჯგუფის“ ინიციატივით ქალაქ ლაზიკის მშენებლობის შესახებ დისკუსია მოეწყო ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. პროექტში მონაწილეობდენ ქართველი, სომეხი აზერბაიჯანელი და რუსი ეროვნების ჟურნალისტები. როგორც სააგენტო „რია-ნოვოსტის“ჟურნალისტი ვადიმ დუბნოვი ამბობს მას ძალიან აინტერესებს თუ რა ხდება საქართველოში ბოლო ათი წლის მანძილზე. მისი აზრით პროექტი "ლაზიკა" განსაკუთრებულია და მორგებულია ხელისუფლების ნებაზე. "აქ ნათლად ჩანს ხელისუფლების და საზოგადოების ურთიერთობა და ქართული სახელმწიფოს დადებითი და უარყოფითი მხარეები", აღნიშნა ჟურნალისტმა.
„გოუ ჯგუფის“ ვებ-რედაქტორის დიანა პეტრიაშვილის თქმით, ორგანიზაცია პროექტის ფარგლებში ახორციელებს ჟურნალისტურ ექსპედიციას, რომელიც ჟურნალისტებისთვის მოსახლეობის პრობლემების გაცნობას ითვალისწინებს. „ლაზიკაზე სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება მედიასაშუალებებში, მაგრამ დაზუსტებით არავინ არაფერი იცის. ჟურნალისტების ინტერესებით არის განპირობებული შეხვედრები ანაკლიაში და განმუხურში მცხოვრებ მოსახლეობასთან.“ –აცხადებს დიანა პეტრიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები