Error
რუბრიკები
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე იქნება
გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" განაცხადა. მისი თქმით, ლაშა აბაშიძე მასთან ერთად მუშაობდა განათლების სამინისტროში და საარჩევნო შტაბში. გიორგი მარგველაშვილმა იმ კანდიდატების დასახელებისგან თავი შეიკავა, რომელიც მის ადმინისტრაციაში იმუშავებენ, რადგან აღნიშნა, რომ დიდ ნაწილს დღეს შესთავაზა და პასუხები ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მდივანს, მარგველაშვილის თქმით, ეს შეთავაზებაც გაკეთებულია, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია და ამიტომ ახლა ვერ დაასახელებს. პირველი გადაწყვეტილება, კი რასაც პრეზიდენტობის შემდეგ მიიღებს, არის ახალი ადმინისტრაციის ფორმირება და ვილნიუსის სამიტისთვის მომზადება.
Print