"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია დღეიდან მოსახლეობასთან შეხვედრებს სამეგრელოს რაიონებში გამართავს.
დღეიდან 8 ივლისამდე დაგეგმილია შეხვედრები ჩხოროწყუს, სენაკის, ხობის და ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან. მანანა ნაჭყებია მოსახლეობის პრობლემებს გაეცნობა და მათ "ახალი მემარჯვენეების" პროგრამის პრიორიტეტებს გააცნობს.
"ახალი მემარჯვენეების" პრესცენტრის განცხადებით, პარტიის ლიდერების შეხვედრები ფართომასშტაბიანი აქციის "ქართული სოფლისთვის" ფარგლებში უკვე 1500-მდე სოფელში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები