„ეროვნულ დემოკრატიული“ პარტიის სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი იყო, გენდერულ თანასწორობაზე, შრომის კოდექსზე და „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივაზე, რომელიც დიასახლისის სტატუსის შემოღებას გულისხმობს. „ეროვნულ დემოკრატიული პარტის“ სამეგრელოს ბიუროს თავმჯდომარე კახა ჯიქიას თქმით დიასახლისის სტატუსი გულისხმობს უფასო დაზღვევას, ხელფასის ოდენობის შემწეობას ყოველთვიურად და შრომითი პენსიის მიღებას.
ასოციაცია დეას წარმომადგენელმა მადონა ხარებავამ ედპ-ს ინიციატივა დიასახლისის სტატუსის შემოღებასთან დაკავშირებით, გენდერული თანასწორობის კუთხით უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული პროგრამები, რომელშიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეგრეთწოდებული 20 პროცენტიანი, 30 პროცენტიანი დასაქმება, იმისთვის რომ ქალმა ერთდროულად შეძლოს როგორც დიასახლისის მოვალეობის შესრულება, ასევეთვითრეალიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები