ფესტივალ არტ–გენს ხვალ, 6 ივლისს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლებიც მიიღებენ: უხუცესთა ანსამბლი ჩელა, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ოდოია, გაბისკირიების ოჯახი, დუეტი ლაზიკა და სხვა ქორეოგრაფიული ანსამბლები.
წლევანდელი ფესტივალისთემაა "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას გულისხმობს.
ფესტივალი არტ–გენი უკვე მეცხრე წელია ტარდება ჯგუფი ”არტ-გენი”–ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორისა და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციის მოძიება და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.
21 ივლისიდან კი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში "არტ-გენის" მთავარი ღონისძიებები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები