„ ქალთა პრობლემების კვლევის შედეგების გაცნობა“- გახლდათ ის მთავარი თემა, რაზეც დღეს არსამთავრობო ორგანიზაციებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს.
“გენდერულმა ქსელმა” ჩაატარა სამეგრელოსა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქალთა პრობლემების კვლევა, რომელიც მოიცავდა სამეგრელოს 5 მუნიციპალიტეტს( ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი , მარტვილი და აფხაზეთის ოკუპირებული ტერტიტორია.) გამოკითხულ იქნა სულ 902 ქალი. კვლევის მიზანი გახლდათ სამეგრელოს რეგიონში ქალების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა და მის გადასაჭრელად ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეკომენდაციების შემუშავების ხელშეწყობა .
შეხვედრაზე მოწვეული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია, თუმცა შეხვედრას მხოლოდ „ ახალი მემარჯვენეების“, „ქრისტიან დემოკრატების“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ადგილობრივი ლიდერები ესწრებოდნენ. როგორც ასოციაცია „ მერკურის“ თავმჯდომარე ნანა თოდუა აცხადებს: „ კვლევის დროს გამოიკვეთა პრობლემები, ეს არის ძირითადად უმუშევრობა, დაუსაქმებლობა.ქალები საკმაოდ თვითკრიტიკულები არიან. ,მათთვის დაუსაქმებლობის მიზეზი არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილების არქონა.ქალები აღნიშნავენ, რომ უმუშევრობის მიზეზი არის მათი დაბალი კვალიფიკაციის დონე. მათ მოითხოვეს გადამზადების პროგრამები, რომელიც მიასედაგება იმ გარემოს , იმ მოთხოვნებს, რაც არის საზოგადოებაში“ აღნიშნავს ნანა თოდუა.
მასალის გამოყენების პირობები