ასოციაცია „ ათინათში“ 12–დან 15 წლის ასაკის ბავშვებისთვის ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლაში ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად პოლონელი მოხალისეებიც არიან ჩართულნი.
როგორც საზაფხულო სკოლის კოორდინატორი ნათია ბაჩილავა ამბობს, სკოლაში 70 ბავშვი სწავლობს. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთრებინა ინგლისურენოვანი სკოლა, რომელიც იქნებოდა არაფორმალურ გარემოში, ტრენინგის ფორმატით , სხვადასხვა ვორქშოფებით, აქტივობებით და გასვლითი ღონისძიებებით გაჯერებული. დღის პირველ ნახევარში 12 სათამდე ბავშვები არიან „ათინათის“ოფისში, სადაც სხვადასხვა აქტივობებს გადიან და შესვენების შემდეგ პოლონელ მოხალისეებთან ერთად ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა თამაშებით ერთობიან. ურთიერთობა არის მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ 12-13 წლის ბავშვები ცალკე ჯგუფში გვყოლოდა, რადგან ასაკობრივი ზღვარი არ ყოფილიყო ძალიან დიდი, ხოლო 14 დან 16 წლამდე ბავშვები მეორე ჯგუფში გადავანაწილეთ.
პირველი ნაკადი, რომელიც დაიწყო 5 ივლის დასრულდება 19 ივლისს. გვექნება გრანდიოზული დახურვა, მეორე ნაკადი კი სწავლას 30 ივლისს დაიწყებს და ორი კვირა გაგრძელდება“–დასძენს საზაფხულო სკოლის კოორდინატორი ნათია ბაჩილავა.
მასალის გამოყენების პირობები