რუბრიკები
ზუგდიდის რაიონში 103 წლის ქალბატონს სოციალური დახმარება მოუხსნეს
"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვის მცხოვრებს 103 წლის ვენერა ჯღარკავას სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ მოუხსნეს, რომ მის მოსავლელად თბილისიდან შვილი ჩამოვიდა. "103 წლის ქალბატონი ცაცხვის ერთ-ერთ უბანში - ჭვედიდიში ცხოვრობს. ის საგანგებოდ მოვიდა მემარჯვენეების შეხვედრაზე, რომელიც ამ უბნის მოსახლეობასთან გაიმართა და პრეზიდენტის სახელზე წერილი გადმომცა. სოციალური დახმარების მოხსნის საბაბი ის გახდა, რომ ხანდაზმული ადამიანის მოსავლელად თბილისიდან შვილი ჩამოვიდა, რომელსაც, ასევე,  სოციალური დახმარება ესაჭიროება. მე მგონი საქართველოში, არც ისე ბევრია საუკუნეს  გადაცილებული ადამიანი, რომ მათზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტი არ იყოს. ამ წერილს, ცხადია, პრეზიდენტს გადავუგზავნი, მაგრამ მინდა ადგილობრივ ხელისუფლებასაც და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსაც ვუთხრა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი ქმედება  ყოველნაირ ადამიანურ და მორალურ საფუძველსაა მოკლებული,"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.