Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/administratsija_prezidenta_abxazii_jpg_1335336520.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით უკმაყოფილოა
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნებიმიერი სახის საერთაშორისო დოკუმენტი უნდა ეყრდნობოდეს რეალური ვითარების შეფასებას. "აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც გაერო-ს რამდენიმე წევრმა ქვეყანამ აღიარა. აქედან გამომდინარე, რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მთლიანად იგნორირებას უკეთებს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა", - ნათქვამია განცხადებაში. ე.წ. საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" გამოყენება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, მიუღებელია და არასწორია. რაც შეეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეს უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება მედვედევი-სარკოზის შეთანხმებას. 9 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს. ეუთო მოსკოვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვების და დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაც მოუწოდებს. მოსკოვი ტერმინს - "დე-ფაქტო ხელმძღვანელობებსაც" აპროტესტებდა, თუმცა რეზოლუციაში, რომლის ავტორიც პოლონელი დეპუტატი მიხეილ შცერბაა, არც ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეს. დოკუმენტში კიდევ ერთხელ ჩაიწერა, რომ ეუთო მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.