Error
პოლიტიკა
უკრაინაში დღეს განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ტარდება
უკრაინაში დღეს 5 საარჩევნო ოლქში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით , უკრაინის უმაღლესმა რადამ განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დანიშნა, რადგან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 ოლქში არჩევნები არალეგიტიმურად ცნო. აგიტაცია საარჩევნო უბნებზე პარასკევს, 24:00 საათის შემდეგ აიკრძალა. ოპოზიციამ კანდიდატები ყველა ოლქში წარადგინა, ისევე, როგორც 2012 წელს, რადგან მიიჩნეენ, რომ მათ ამ არჩევნებზე "გამარჯვება მოპარეს". საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
Print