Error
პოლიტიკა
გორი-ქარელის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
გორი-ქარელის გზაზე გუშინ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საგზაო მაგისტრალის 95-ე კილომეტრზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განცხადების თანახმად, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილმა „ოპელ ასტრამ" სახელმწიფო ნომრით DRD-837 ღერძულა ხაზი გადაკვეთა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილს „შკოდა სკაუტს" სახელმწიფო ნომრით SSP-043 შეეჯახა. „ოპელ ასტრას" მძღოლი ალექსანდრე გვარამია ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება რვა მოქალაქემ მიიღო.
Print