Error
პოლიტიკა
პროკურატურა გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
საქართველოს მთავარმა  პროკურატურამ დღეს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ბრალდებულ გიგი  უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა . თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლისმე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი "თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, უგულავასათვის წარდგენილი ბრალდება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. ჯერ უცნობია, როდისთვის ჩანიშნავს თბილისის საქალაქო სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესს.
Print