Error
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად დაასახელეს. ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს გიორგი კარბელაშვილი იყრის, მთაწმინდა - არჩილ გეგენავა, კრწანისი - დავით საყვარელიძე, გლდანი - ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ჩუღურეთი - ანდრო ალავიძე, ნაძალადევი - მერაბ სამადაშვილი, ისანი - გიორგი ვაშაძე, სამგორი - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალო ანდრია ურუშაძე და დიდუბე გიორგი ჩაჩანიძე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.  
Print