Error
პოლიტიკა
აშშ-მ მოსკოვთან სავაჭრო და სამხედრო თანამშრომლობა შეწყვიტა
უკრაინაში არსებული კონფლიქტის დარეგულირებამდე აშშ-მ რუსეთთან ყოველგვარი მოლაპარაკებები ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეწყვეტილია ასევე სამხედრო ურთიერთობა. „ჩვენ მენისრეი ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი, რომელიც სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებს ეხება გადავდეთ",_ განაცხადა სამმართველოს წარმომადგენელმა. აშშ-ს სამხედრო უწყების განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთთან ასევე შეწყვეტილია სამხედრო თანამშრომლობაც. „მოვუწოდებთ რუსეთს უკრაინაში შექმნილი კრიზისის დეესკალაციისკენ, რუსეთის ჯარს უკრაინაში კი - სამხედრო ბაზაზე დაბრუნებისკენ, როგორც ეს შეთანხმებებით არის გათვალისწინებული",_ განაცხადა პენტაგონის პრესსამსახურის უფროსმა ჯონ კირბიმ
Print