Error
პოლიტიკა
გაერო უკრაინაში 30 დამკვირვებელს გაგზავნის
გაერო-მ უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც უკრაინული მედია წერს, მისიის წევრები გამოიძიებენ ყველა დარღვევას, რომელიც ადამიანის უფლებებს უკავშირდება. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ივან შიმონოვიჩმა განაცხადა, 30-კაციანი ჯგუფი უკრაინაში მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. მისიას არმენ არუთინიანი უხელმძღვანელებს. ამავდროულად, ის მონიტორინგს უშუალოდ ყირიმში განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ყირიმში გაერო-ს სადამკვირვებლო მისია სამჯერ არ შეუშვეს.
Print